ახალი ამბები

კახეთის მუნიციპალიტეტებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა თელავშია დაფიქსირებული

კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

ამ დროისთვის რეგიონში ვირუსის 5 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. კახეთის რვა მუნიციპალიტეტიდან, ყველაზე მეტი შემთხვევა თელავში და გურჯაანში ფიქსირდება.
ოფიციალური მონაცემებით, დღემდე თელავში 1 313, ხოლო გურჯაანში 1 041 ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ასე გამოიყურება:

ახმეტა-347, თელავი -1,313, ყვარელი -393, ლაგოდეხი – 665, გურჯაანი-1,041, სიღნაღი-296, დედოფლისწყარო -419 და საგარეჯო -534.

არსებული ინფორმაციით, 5 000-ზე მეტი დაინფიცირებულიდან ამ ეტაპზე მკურნალობას გადის 2,558, მათ შორის 2,323 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 29 კოვიდ -სასტუმროში, ხოლო 206 იმყოფება კოვიდ -კლინიკაში.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რეგიონში კორონავირუსით 30 ადამიანი გარდაიცვალა.