ბოლო 12 საათში, კახეთში, კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 12 საათში, კახეთის რეგიონში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ეპიდემიოლოგების მიერ დაწყებულია კონტაქტების მოძიების პროცესი.
რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ასე გამოიყურება:
ახმეტა-347, თელავი -1,313, ყვარელი -393, ლაგოდეხი – 665, გურჯაანი-1,041, სიღნაღი-296, დედოფლისწყარო -419 და საგარეჯო -534.
არსებული ინფორმაციით, 5 000-ზე მეტი დაინფიცირებულიდან ამ ეტაპზე მკურნალობას გადის 2,558, მათ შორის 2,323 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 29 კოვიდ -სასტუმროში, ხოლო 206 იმყოფება კოვიდ -კლინიკაში.
ბოლო ინფორმაციით, თვითიზოლაციაში 2800-ზე მეტი მოქალაქე რჩება, საკარანტინო ზონაში კი ამ დრომდე 57 ადამიანი.
რამდენიმე თვეში სულ 30 მოქალაქე გარდაიცვალა.