კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
კახეთში კორონავირუსით 30-ე პაციენტი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ასაკოვანი მამაკაცი გურჯაანის დასუფთავების სამსახურში მძღოლად მუშაობდა.
ის გურჯაანის ერთ- ერთ საავადმყოფოში ორმხირივი პნევმონიით სამი დღის წინ მოათავსეს, სადაც მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადიოდა.
მედიკოსების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე იყო კრიტიკულად მძიმე, ამიტომ ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ბოლო ინფორმაციით, რეგიონში დაინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობამ 4700-ს გადააჭარბა.