ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

რა პრობლემები შეუქმნა პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა თელაველებს

28 ნოემბრიდან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, მთავრობის გადაწყვეტილებით მკაცრი რეგულაციები დაწესდა.

განსაკუთრებით მკაცრი შეზღუდვები დაწესდა საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თელავშიც.

იმის გასარკვევად თუ რა პრობლემები შეუქმნა შეზღუდვებმა ადგილობრივებს, Knews.ge-მ გამოკითხვა თელავში ჩაატარა.

გამოკითხულთა უმეტესობის თქმით, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად სათანადო ზომების მიღება აუცილებელი იყო.

“მკაცრი რეგულაციების შემოღება აუცილებელი იყო. უფრო ადრეც უნდა მიეღოთ სათანადო ზომები რადგან ვირუსი ასე არ გავრცელებულიყო.

ერთადერთი რაც ძალიან სამწუხაროა ის არის, რომ ხალხი რჩება უმუშევარი და ამის გამო მოსახლეობას ძალიან უჭირს”,-აცხადებს თელავის ერთ-ერთი მკვიდრი.

მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური