თელავში რამდენიმე სახეობის პროდუქტზე ფასები გაიზარდა
თელავის მაღაზიებში რამდენიმე სახეობის პროდუქტზე ფასები 20-დან 50 თეთრამდე გაიზარდა.
როგორც Knews.ge–ს თელავში ერთ–ერთ სასურსათო მაღაზიაში განცუცხადეს, რამდენიმე დღეა ფასებმა 10 თეთრით მოიმატა შაქარზე, 15 თეთრით გაიზარდა ფასი თელავში გამომცხვარ პურზე.
მათი თქმით, სხვა პროდუქტების მსგავსად კიდევ 50 თეთრით გაიზარდა ორი კვირის წინ გაძვირებული ზეთის ფასიც.
,,თითქმის ყველა პროდუქტზე გაიზარდა ფასი. ისედაც გაძვირებული იყო შაქარი და ახლა 10 თეთრით გაძვირდა. ასევე თელავში გამომცხვარი შეფუთული პურის ფასი გაიზარდა 10 თეთრით და ახლა 75 თეთრი ღირს. 50 თეთრით გაიზარდა უკვე გაძვირებული ზეთის ფასიც. ვფიქრობთ ეს ყველაფერი პანდემიიდან გამომდინარე მოხდა, ასევე ქვეყანაში არის ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა, ლარიც გაუფასურდა.
ჩვენი ინფორმაციით, ფასების ზრდა ყველა სახის პროდუქტზე ისევ მოსალოდნელია. მყიდველიც ცოტა შემოდის მაღაზიაში”,– განუცხადეს knews.ge-ს თელავის ერთ–ერთ სასურსათო მაღაზიაში.
ადგილობრივების თქმით, ყველაზე შესამჩნევად ფასების ზრდა პურზე დაფიქსირდა.
მათი ინფორმაციით, ზოგან თონეში ერთი პურის ფასი ლარი გახდა, ზოგან კი 60 თეთრის მაგივრად 20 თეთრით მეტის გადახდა უწევთ.
ადგილობრივები დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ. მათი თქმით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა აკონტროლოს ფასები ყველა პროდუქტზე.
იმ შემთხვევაში თუ პროდუქტებზე ასეთი ფასები შენარჩუნდება ან კიდევ გაძვირდება, ისინი ვერც ახალი წლისთვის შეძლებენ პროდუქტის ყიდვას და ვერც ყოველდღიური მოხმარებისთვის.