კახეთის რეგიონში კორონავირუსის 253 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 3 759 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 36 ადამიანი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვებებიდან კახეთის რეგიონში 253 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონში დაფიქსირებულია ვირუსით გარდაცვალების 26 შემთხვევა.