ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა

კახეთში, კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ვირუსს ემსხვერპლა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში მცხოვრები 82 წლის ქალი. ის საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალსში” მკურნალობდა.

კორონავირუსით დაიღუპა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის მკვიდრი 76 წლის ქალიც. ის თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფიელებაში იყო მოთავსებული.

მედიკოსების განმარტებით, მათ თანმხლები დაავადებები ჰქონდათ, რის გამოც ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ბოლო რამდენიმე კვირაში, კორონავირუსით კახეთის რეგიონში სულ 26 პაციენტი გარდაიცვალა.