ახალი ამბები

რა მდგომარეობაა თელავის საავადმყოფოებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს იღებენ

თელავის რეფერალურ და რაიონულ საავადმყოფოებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს იღებენ და მკურნალობენ, დგომარეობა რთული თუმცა მართვადია.

სამედიცინო დაწესებულებებში განმარტავენ, რომ პანდემიისგან გამოწვეულ მდგომარეობას ჯერ-ჯერობით ექიმები უმკლავდებიან, თუმცა მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება.

“სიმპტომიან პაციენტებს უტარდებათ ტესტირება, რა თქმა უნდა არის რიგები, თუმცა მძიმე პაციენტები სტაციონარში შემოდიან და ისე იკეთებენ ტესტს. 36 საწოლი გამოიყო ჩვენთან და ორი დღის წინ დაემატა 15. ამჟამად აქ 30 ინფიცირებული ადამიანი მკურნალობს“,- განუცხადა knews.ge-ს თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.

თელავის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის ზურა საჩიშვილის განცხადებით, ცენტრალურ საავადმყოფოში 60 საწოლია გამოყოფილი, რომელიც სრულად სავსეა ინფიცირებული ადამიანებით.

,,გარდა ამისა, არის რიგები და თუმცა მდგომარეობა სტაბილურად მართვადია”,- განაცხადა ზურა საჩიშვილმა.

მარიამ ოქროცვარიძე