კახეთში კორონავირუსის 236 შემთხვევა გამოვლინდა
კახეთში კორონავირუსის 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის მასშტაბით კი სულ 3,582 ადამიანია ინფიცირებული.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობიდან ახმეტაში -33, გურჯაანში -36, დედოფლისწყაროში -16, თელავში -44, ლაგოდეხში- 58, საგარეჯოში -12, სიღნაღში -9 და ყვარელში-28 დაფიქსირდა.
სპეციალისტებმა ახალი ინფიცირებულების 204 კონტაქტი გამოავლინეს და ყველა მათგანი უკვე გადაყვანილია თვითიზოლაციაში.
დღეს ცხელების ცენტრს თვითდინებით 89 პაციენტმა მიმართა.