ახალი ამბები

იყიდეთ ადგილობრივი წარმოების ღვინო – რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის ხელმძღვანელი განცხადებას ავრცელებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ბიოდინამიური მეურნეობის მფლობელი გიორგი ალადაშვილი განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამებიდან გრანტებს ნაცნობებს ურიგებენ, იმ ბიზნესს კი ვინც თავისი ფინანსებით დადგა ფეხზე, არავინ ყურადღებას არ აქცევს.

გიორგი ალადაშვილი მოუწოდებს საზოგადოებას იყიდონ ადგილობრივი ბიზნესის მიერ წარმოებული პროდუქცია და ღვინო.

,,მინდა იცოდეთ,რა შევძელით ორ წელში ” ცარიელი ხელებით” როდესაც სამწუხაროდ ჩემს გარშემო არიგებენ გრანტებს, უფინანსებენ სესხებს და ამარაგებენ საკუთარ ბიძაშვილ- მამიდაშვილებს.

ჩვენ კი ჩვენი გუნდის და მეგობრების გვერდით დგომით ვაღწევთ წარმატებას მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვპარავთ არავის იდეას, ვართ ინიციატორები ძალიან ბევრი სიახლის.

აუცილებლად მინდა გადავუხადო მადლობა ყველას, ვინც მცირე მარნების ღვინოს ყიდულობს არა მარტო ჩვენსას არამედ სხვა მარნებისასაც და ასე ეხმარება ამ დარგს.

ასეთი საქმე და გვერდით დგომა გადაგვარჩენს ჩვენ ყველა იმ მწარმოებელს, რომლებიც ქართული ღვინის კულტურას ცემენ პატივს და მსოფლიო ასპარეზზე გაიყვანეს საქართველო.

იყიდეთ ყველა ქართველმა, ქართული საქმის მკეთებელი ხალხისგან, “მცირე მარნებისგან” ღვინო, რათა ჩვენ მაინც შევინარჩუნოთ ქართული ღვინო და ქართული მევენახეობა.

ძალიან უჭირს ამ დარგს და იმედი მაქვს თქვენი თანადგომით გადავარჩენთ ქართულ ვაზს, რომ არ დაიწყოს ისევ ვენახის მასობრივი გაჩეხვა”,-აცხადებს გიორგი ალადაშვილი.