როგორ მუშაობენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები თელავში
კორონავირუსის გამო, კოვიდ საავადმყოფოები და კლინიკები პაციენტებით გადავსებულია.
ექიმები და სამედიცინო დაწესებულებები გადასული არიან პანდემიასთან ბრძოლაზე.
კახეთში მცხოვრები მოქალაქეების თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებლის გამო, გართულებულია სასწრაფო დახმარების გამოძახება და 112-ში დარეკვა.
მოსახლეობის თქმით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების მუშაობით უკმაყოფილოები არიან.
საგანგებო სიტუაციების და კოორდინაციის გადაუდებელი დახმარების ცენტრის თელავის ფილიალის მენეჯერის, მიშა პაპოშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მედიკოსების გარკვეული ნაწილი დაინფიცირებულია, ისინი ეფექტურ მუშაობას მაინც ახერხებენ.
,, პრობლემა დაკავშირებულია 112-ის ზარებზე, რადგან სწორედ ისინი ვერ ახდენენ სწრაფ რეაგირებას, ინფორმაციის მიწოდებას. ჩვენ როგორც ვიღებთ გამოძახებას, დაუყოვნებლივ გავდივართ და მაქსიმალური სიჩქარით ვუწევთ მოსახლეობას დახმარებას. ჩვენი ეკიპაჟების თანამშრომლების გარკვეული რაოდენობა დაინფიცირდა, თუმცა ვახერხებთ ჩანაცვლებას და არცერთხელ არ გვიმუშავია არასრული შემადგენლობით. ჩვენ ყოველთვის სრულად და დროულად ვმოქმედებთ”,-განუცხადა knews.ge-ს მიშა პაპოშვილმა.
მარიამ ოქროცვარიძე