სპორტული აქტივობები რომელებიც ზამთარში იმუნიტეტს გაგიძლიერებთ
ზამთრის პერიოდში იმუნიტეტს გაძლიერება ისე ესაჭიროება ჩვენს ორგანიზმს როგორც არასდროს. ცნობილია, რომ ზამთარში ვარჯიშის დროს უფრო მეტ კალორიას ვწვავთ, ვიდრე სხვადასხვა აქტივობების სიცხეში შესრულებისას.
ამის მიზეზი სიცივის დროს მეტი ენერგიის დახარჯვაა, რომელიც გვჭირდება სხეულის ტემპერატურის გასაზრდელად. დამწვარი კალორიების რაოდენობა 10-დან 40%-მდე აღემატება ზაფხულში დახარჯულს.
პანდემიის პირობებში, იმუნიტეტის გაძლიერება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა ძალიან პრიორიტეტულია, პირველი ნაბიჯი არის ფიტნესი.
იგი სხეულში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და სასუნთქი გზებიდან ბაქტერიების გამოდევნაში გვეხმარება.ასევე აღსანიშნავია, რომ ფიტნეს ვარჯიშები ამცირებს სტრესს და აძლიერებს ანტისხეულებს, რომელიც ინფექციას ბევრად მარტივად დაგვამარცხებინებს ვიდრე ეს ჩვეულებრივ მდგომარეობაშია. მეორე ნაბიჯი არის აერობიკა .
აერობიკა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას სხეულში და აძლიერებს გულს. ზრდის სხეულის ტემპერატურას, რამაც, შესაძლოა, ბაქტერიების ზრდას ხელი შეუშალოს.
აერობიკა წონის შემცირებაშიც დაგეხმარებათ. სხეულში ცხიმოვანი უჯრედების დაბალი დონე მათ მიერ გამოყოფილი ანთებითი ქიმიკატების რაოდენობასაც ამცირებს, რაც ინფექციის რისკს აქვეითებს. აერობიკის ვარჯიშებში შედის: ველოსიპედი, სირბილი, ხტომა და ა.შ.
ძალიან მარტივია ამ ვარჯიშის სახეობების სახლის პირობებში ათვისება. შეინარჩუნეთ ლამაზი ფორმები და ჯანმრთელი ორგანიზმი.
მარიამ ოქროცვარიძე