ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საახალწლოდ 60 000 ლარი დაიხარჯება

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ სახალწლო სამზადისი დაიწყო.

სადღესასწაულოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 ათას ლარი დაიხარჯება.

უწყებაში აცხადებენ, რომ თანხის ნაწილი, ახალი ილუმინაციების შეძენას მოხმარდება.

დეკორაციების შესყიდვისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა.

თელავის მერის მოადგილის, ფიქრია ყუშიტაშვილის ინფორმაციით, საახალწლოდ ქალაქის ცენტრალური და ძველი უბნები მოირთვება.

მთავარი ნაძვისხე კი ერეკლე მეორის გამზირზე 25 დეკემბერს განათდება.

კოვიდ პანდემიის გამო, სადღესასწაულო დღეებში ქალაქში მასშტაბური ღონისძიებები დაგეგმილი არ არის