კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
კახეთში კორონავირუსით გარდაცვალების 24-ე შემთხვევა დაფიქსირდა.
70 წლის მამაკაცი მკურნალობის კურსს ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადიოდა. თანმხლები დაავადებების გამო, ექიმებმა გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე დღის წინ კლინიკაში დედოფლისწყაროდან იქნა გადაყვანილი.
ბოლო 24 საათში რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი 334 შემთხვევა გამოვლინდა.