კახეთში კორონავირუსის კიდევ 195 შემთხვევა გამოვლინდა
კახეთის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებიდ 334 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ცოტა ხნის წინ რეგიონში ინფიცირების 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ეპიდემიოლოგებმა ახალი ინფიცირებულების 333 კონტაქტი უკვე მოიძიეს.
რეგიონში ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 2 979 შემთხვევაა დადასტურებული.
ამ ეტაპზე მკურნალობას 1732 ადამიანი გადის, მათგან 1555 სამკურნალოდ დატოვებულია ბინაზე, 32 კოვიდ -სასტუმროში, ხოლო 145 იმყოფება კოვიდ -კლინიკაში.
დღეს ცხელების ცენტრს თვითდინებით 73- მა პაციენტმა მიმართა.
ბოლო რამდენიმე კვირის სტატიატიკის მიხედვით, გარდაცვლილია 23 ადამიანი.