ახალი ამბები

სოფელ რუისპირში ავარიას 27 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოავარია მოხდა.

შემთხვევას 27 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი მსუბუქი ავტომონილით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა.

ის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.