ლაგოდეხის 22–ე უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა 5 ამომრჩეველი პირადობის მოწმობის გარეშე შეუშვა
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ საარჩევნო ექსპერტის, ლელა ტალიურის ინფორმაციით, უბანზე მყოფმა ნაკადის მომწესრიგებელმა რამდენიმე ამომრჩეველი პირადობის მოწმობის გარეშე შეუშვა.
,,ლაგოდეხის 22–ე საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა 5 ამომრჩეველი პირადობის მოწმობის გარეშე შეუშვა. საუბნო საარჩევნო კომისიამ ამ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა და უკან გააბრუნა’’,– განაცხადა ლელა ტალიურმა.