კახეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ერთ ოლქში ტარდება
დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.
მაჟორიტარული წესით არჩევნები კახეთის ორი ოლქიდან ერთში, თელავი–ყვარელი–ახმეტა– ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში გაიმართება, სადაც უბანზე მისულ ამომრჩეველს ბიულეტენზე მხოლოდ ორ კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აღნიშნულ ოლქში ხმების 47, 26% ქართული ოცნების კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მოიპოვა 40, 43% კი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა.
მიუხედავად არჩევნების მეორე ტურის დანიშვნისა, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება და აპროტესტებს. მათი თქმით, ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.
არჩევნების მეორე ტურში არ იღებს მონაწილეობას თელავი– ყვარელი– ახმეტა– ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი. მისი თქმით, ყველა ოპოზიციური ძალა ერთად დგას იმისთვის, რომ დაიცვან ის ადამიანები რომელსაც წაართვეს ხმის უფლება.