კახეთში 154 საარჩევნო უბანია შექმნილი
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეოს.
არჩევნებისთვის კახეთის ერთ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მე-10 საარჩევნო ოლქში, 153 609 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებისთვის აღნიშნულ ოლქში შექმნილია 154 საარჩევნო უბანი. მარტივად ადაპტირებული უბნების რაოდენობაა 6, ხოლო პანდუსიანი უბნების რაოდენობა 34.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აღნიშნულ ოლქში ხმების 47, 26% ქართული ოცნების კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მოიპოვა 40, 43% კი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა.
მიუხედავად არჩევნების მეორე ტურის დანიშვნისა, ოპოზიცია შედეგებს არ ეთანხმება და აპროტესტებს. მათი თქმით, ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
არჩევნების მეორე ტურში არ იღებს მონაწილეობას თელავი– ყვარელი– ახმეტა– ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი.