არჩევნებიარჩევნები 2020ახალი ამბები

კახეთში საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა

ცესკოს სპიკერის ნათია იოსელიანის თქმით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.
მისი თქმით, რეგიონებში საარჩევნო უბნები დილით, 08:00 საათზე გაიხსნა.
,,08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად. თითოეულ უბანზე დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას, მათი კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბნის 145 გადასატანი საარჩევნო ყუთი დღის განმავლობაში მოემსახურება აღნიშნულ ამომრჩევლებს“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა