თელავის ცენტრალური საავადმყოფო კოვიდ კლინიკად გადაკეთდა
თელავის ცენტრალურმა საავაფმყოფომ კოვიდ კლინიკად დაიწყო ფუნქციონირება.
აღნიშნულ საავადმყოფოში ვირუსით ინფიცირებული პირების მიღება და მკურნალობა მოხდება.
,,დღეიდან , 10 ნოემბრიდან თელავის რაიონული საავადმყოფო ფუნქციონირებს როგორც კოვიდ კლინიკა. ასევე დღეიდან დაემატა ერთი კოვიდ სასტუმრო ” ჰოლიდეი ინნ” 100 ადგილით,”-განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა.
ამ დროისთვის კახეთში სამი კოვიდ კლინიკა ფუნქციონირებს, კერძოდ, თელავში, საგარეჯოსა და ლაგოდეხში.