პანდემიის გამო თელავის ისტორიულმა მუზეუმმა მუშაობა შეაჩერა
კორონავირუსის პანდემიის გამო, თელავის ისტორიულმა მუზეუმმა მუშაობა დროებით შეაჩერა.
აღნიშნული განცხადება დაწესებულების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
,,COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე, თელავის ისტორიული მუზეუმი წყვეტს მუშაობას დღეიდან 21 ნოემბრის ჩათვლით”,-განაცხადეს მუზეუმში.