ახალი ამბები

ბოლო 48 საათში კახეთში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა

კახეთში კორონავირუსით 48 საათში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, 43 წლის კაცი, რომელიც გარდაიცვალა, მკურნალობას თბილისში გადიოდა, თუმცა თანხმლები დაავადებების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

კორონავირუსით გარდაიცვალა ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მცხოვრები 73 წლის პენსიონერიც, რომელიც თბილისში კოვიდკლინიკაში იყო მოთავსებული.

კორონავირუსი და თანხმლები დაავადებები გახდა მიზეზი, რის გამოც თელავში მცხოვრები 75 წლის კაცი დღეს გარდაიცვალა.