კახეთში კორონავირუსის 94 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 პირი
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით,
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 901 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა 34 ადამიანი.
შტაბის ინფორმაციითვე, კახეთის რეგიონში კორონავირუსის 94 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი.
ეს რეგიონში მეოთხე გარდაცვალების შემთხვევაა.
რეგიონში შექმნილია ერთი კოვიდ კლინიკა, სადაც ინფიცირებულები მკურნალობის კურსს გადიან.