ოპოზიციის მიტინგი წყლის ჭავლით დაშალეს
8 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი საპროტესტო აქცია, რომელიც საპარალემენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ჩატარდა, პოლიციის მიერ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.
აქციის მონაწილეთა ნაწილმა აქციის დასრულების შემდეგ ცესკოს შენობის წინ პიკეტირება განაგრძეს, აქციის მონაწილეები ცესკოს შენობის წინ აღმართულ ღობეს ურტყავდნენ, რა დროსაც პოლიციელებმა წყლის ჭავლი გაუშვეს. წინასწარი მონაცემებით არიან დაშავებულები.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის განცხადებით, პოლიციის მიერ მოხდა არაპროპორციული ძალის გამოყენება.