მაია ცქიტიშვილი- არ გამოვრიცხავთ, რომ შეზღუდვა საღამოს საათებში გადაადგილებას შეეხოს
ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის თქმით, არ არის გამორიცხული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე გადაადგილებაზე წერტილოვანი შეზღუდვა დაწესდეს.
მისივე განცხადებით, შესაძლოა, შეზღუდვა საღამოს საათებში გადაადგილებას შეეხოს.
როგორც ცქიტიშვილმა განმარტა, ეს შეიძლება იყოს, საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვა, ასევე, უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე კონკრეტული დღეს გადაადგილების შეზღუდვა, ან სხვადასხვა დასახლებაში ტრანსპორტის შეჩერება, ასევე, სავაჭრო ცენტრების, დიდი გადაადგილების ადგილების, ან ბაზრობების მუშაობის დროებით შეჩერება, რომელიც წერტილოვანი ხასიათის იქნება და გამოყენებება იქ და იმ დროს, სადაც ამის აუცილებლობა იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე.
„ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ შეზღუდვები დაწესდება თუ არა, დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე, რამდენად სწორად ვატარებთ პირბადეს, რამდენად დეტალურად შევასრულებთ მითითებებს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.