თოვის გამო ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო ფშაველი–აბანო–ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
„უამინდობისა და თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 12-72 კმ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზის 1-12 კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.