სოფელ ვაზისუბანში მამაკაცმა ცოლი მოკლა და მეზობელი დაჭრა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მამაკაცმა ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
მკვლელობას ცოლ-ქმარს შორის კონლიქტი უძღოდა წინ.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა 2 ადამიანი, მათ შორის მეუღლე მოკლა. დაჭრა ასევე მეზობელი, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა.
knews.ge მომხდარის დეტალებს არკვევს და დამატებით ინფორმაციას უახლოეს დროში შემოგთავაზებთ.