ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამ პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამ პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათ ვირუსი მასობრივი PCR ტესტირების შედეგად დაუდასტურდათ.
ისინი ამ ეტაპზე მკურნაობის კურსს ბინაზე გადიან. ეპიდემიოლოგები ინფექციის გავრცელების პირველადი წყაროსა და კონტაქტების მოძიებას ახდენენ.
დაგეგმილია საჯარო სკოლების სრული დეზინფექცია.
რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში კორონავიური დამატებით 10 მოქალაქეს დაუდგინდა. ყველა მათგანი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ბინაზე განაგრძობენ მკურნალობას.