სოფელ გულგულის სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ის დაწყებითი კლასების პედაგოგია. მას მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხება ჰქონდა.
ეპიდემიოლოგები დაინფიცირებულის კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.
კოვიდ-19 აღმოაჩნდა ასევე კიდევ ერთ პედაგოგს. გურჯაანის საბავშვო ბაღის მასწავლებელი, რომელსაც ვირუსი აღმოაჩნდა, დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია და იგი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. სააღმზრდელო დაწესებულება ამ ეტაპზე დაკეტილია.
კახეთის რეგიონში 27 ოქტომბრის 21:00 მონაცემებით ეპიდსიტუაცია სტაბილური და მართვადია. სექტემბრიდან დღემდე რეგისტრირებულია კოვიდ 19-ის 362 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით მათი განაწილება ასეთია: ახმეტა -29, გურჯაანი -74, დედოფლისწყარო -15, ყვარელი -63, სიღნაღი – 37, ლაგოდეხი -36, თელავი – 98, საგარეჯო – 10. აქტიური მკურნალობის რეჟიმში იმყოფება 249 ინფიცირებული, მათგან 28 მკურნალობს კოვიდ-კლინიკაში, 220 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 1 იმყოფება კარანტინში, 113 პირი გამოჯანმრთელდა.