სოფელ წინანდლის საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
დაინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა როგორც კომისიის წევრებთან, ასევე სხვა მოქალაქეებთან. ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებს სწავლობენ და მოხდება კონტაქტში მყოფი პირების ბიოლოგიური ნიმუშების აღება.
ვირუსი აღმოაჩნდა ასევე გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის 2 წევრს. ისინი ბინაზე მკურნალობდნენ. 27 ოქტომბრის მონაცემებით, კახეთში კორონავირუსის 21 შემთხვევა დაფიქსირდა. დღეს კი, ეს რიცხვი გაორმაგდა და რეგიონში დადასტურებული 45 ახალი შემთხვევაა.