კორონავირუსით გრემის მონასტერში სასულიერო პირი დაინფიცირდა
კახეთში კორონავირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსით გრემის მონასტრის სასულიერო პირი დაინფიცირდა.
ვირუსი აღმოაჩნდა ასევე ყვარლის საავადმყოფოს რეანიმაციის მედდას, გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს, ამავე მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და თავდაცვის სამინისტროს ერთ თანამშრომელს. კორონავირუსი დაუდასტურდა ორ სამართალდამცველსაც.
კოვიდ-19 აღმოაჩნდა გურჯაანის საბავშვო ბაღის ერთ მასწავლებელს, ის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია და იგი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ბაღი ამ ეტაპზე დაკეტილია.
ვირუსი ასევე დაუდასტურდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგს.
სტაციონარში მკურნალობს ერთი პაციენტი, წყარო დაუდგენელია. ამ კუთხით ეპიდემიოლოგები ახლაც მუშაობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსი დაუდასტურდა სოფელ კისისხევის საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესაც, რომელის კონტაქტების ნიმუშებს სპეციალისტები ხვალ აიღებენ.
სოფელ ერისიმედის კლასტერიდან კორონავირუსი დაუფიქსირდა ქალს, რომელსაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაში ამ წუთებში გადაჰყავთ.
ვირუსი აღმოაჩნდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორსულ ქალსაც.
ყველა დაინფიცირებულის კონტაქტი მოძიებულია და მათი რიცხვი 89 – ს აღწევს.