თელავში სამგზავრო ავტობუსები გამოჩნდა – ფოტოები
თელავს პირველ ეტაპზე 5 ახალი ავტობუსი გადაეცა.
მეორე ეტაპზე კი მუნიციპალიტეტს დამატებით 5 ავტობუსი გადაეცემა, მთლიანობაში კი მალე თელავს 40 ავტობუსი ექნება, რომელიც როგორც ქალაქს, ასევე მუნიციპალიტეტს მოემსახურება.
თელავის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე 10 ავტობუსი ქალაქის ტერიტორიაზე იმოძრავებს, მეორე ეტაპზე კი 25- მდე ავტობუსი შემოვა და მთლიანად მუნიციპალიტეტს მოემსახურება.
,,წლის ბოლომდე კი გვექნება ათი ავტობუსი, რომელიც გათვალისწინებულია მხოლოდ ქალაქისთვის. მეორე ეტაპი კი ითვალისწინებს 25-მდე ავტობუსის გადმოცემას. ისინი მოემსახურებიან მთლიან მუნიციპალიტეტს. აქტიურად დროისთვის მიმდინარეობს, გაჩერებებისა და მარშრუტების დამუშავება. ასევე მძღოლების გადამზადება”,- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ და მისი ჯამური ღირებულება 1 მლნ. ლარზე მეტია.
დასასრულს უახლოვდება თელავში 40 ავტობუსზე გათვლილი ავტოსადგომის მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.