მცირე ბიზნესი და პოლიტიკა კახეთის რეგიონში
მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარება საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება. ქალი მეწარმეები ამ პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.
მეწარმე ქალები რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ქალთა აქტივობა განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში შეიმჩნევა, თუმცა ხშირ შემთვევაში, მათი პრობლემები პოლიტიკის ყურადღების მიღმა რჩება და პოლიტიკოსთა ნაკლებ ინტერესს იწვევს.
ადგილობრივ დონეზე მეწარმე ქალთა მხარდაჭერის საჭიროება განსაკუთრებით კოვიდის პანდემიის პირობებში გამოიკვეთა, რადგან ეს სექტორი სერიოზულ გავლენას ახდენს მცირე და საშუალო ბიზნესის განითარებაში.
ვირუსთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა სერიოზული გამოწევევების წინაშე დააყენა მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორი.