შალვა ნათელაშვილი თელავში ამომრჩევლებს შეხვდა
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი თელავში ამომრჩეველს შეხვდა. მან საუბრისას მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აუცილებელია იყოს კოალიციური პარლამენტი და მთავრობა.
პარტიის ლიდერმა ამომერჩევლებს ახმეტა- თელავი- ყვარელი ლაგოდეხის პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა.
,,31 ოქტომბერს ციხიდან უნდა გამოვუშვათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენს ხარჯზე გამდიდრებულ ჩინოვნიკებს წავართვათ, ის რაც მიტაცებული აქვთ. გადასარჩენია ეკონომიკა, გადასარჩენია განათლება, სასამართლო, რომელსაც ივანიშვილი მართავს”,- განაცხადა ნათელაშვილმა.
ამომრჩეველს, ახმეტა- თელავი- ყვარელი – ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკოლოზ ვარდოშვილმაც მიმართა და განაცხადა, რომ მისი პირველი სადეპუტატო ამოცანა, თელავისა და სხვა ქალაქებისათვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის დაბრუნება იქნება.