საგარეჯოში ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ იორმუღანლოსთან, მსუბუქი ავტომანქანა 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდას დაეჯახა, რომელიც ადგილზე, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი, გზის გადაკვეთას ცდილობდა, როცა მას გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი შეეჯახა.
გარდაცვლილი ახალგაზრდა, სოფელ იორმუღანლოში, ერთ- ერთ ფერმაში მუშაობდა და გზის მეორე მხარეს გადასვლა, სავარაუდოდ, სამსახურში მისასვლელად დასჭირდა.
ავტომანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.