წინანდლის საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, სკოლაში იგეგმება დეზინფექციის ჩატარება სასწავლო პროცესის დაწყებამდე.
,,გარდა დეზინფექციისა, წინანდლის სკოლაში მე- 4 კლასის მოსწავლეები სწავლას ონლაინ რეჟიმში გააგრძელებენ. ასევე დაგეგმილია ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტების დაზუსტება სკოლაში და მათი თვითიზოლაციაში გადაყვანა. ასევე მოხდება მკაცრი მონიტორინგი სკოლაში მასწავლებლების და მოსწავლეების სიმპტომების გამოვლენაზე“,-განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ბოლო მონაცემებით, კახეთში კორონავირუსის 42 შემთხვევა დაფიქსირდა.