კორონავირუსის 42 შემთხვევიდან 15 თელავში გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 42 შენთხვევიდან, ყველაზე მეტი, თელავში გამოვლინდა.
,,კახეთის რეგიონში ინფიცირების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან: თელავში -15, ლაგოდეხში -3, სიღნაღში-5, გურჯაანში -11, დედოფლისწყაროში -2, ყვარელში -2, ახმეტაში-4.
თელავის შემთხვევებიდან 1 თელავის საბავშვო ბაღის მასწავლებელია. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საბავშვო ბაღის დაკეტვა მოხდება 12 კალენდარული დღით.ასევე მოხდება ინფიცირებულთან ახლო კონტაქტების მოკვლევა და თვითიზოლაციაში გადაყვანა; ასევე დაგეგმილია მასწავლებლების თვითმონიტორინგი და ბავშვებზე მონიტორინგი მშობლების მხრიდან. დაგეგმილია დეზინფექციის ჩატარება საბავშვო ბაღის ფუნქციონირების დაწყებამდე. თელავის შემთხვევებიდან 1 წინანდლის სკოლის პედაგოგია. ამასთან დაკავშირებით იგეგმება დეზინფექციის ჩატარება სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყებამდე. მე- 4 კლასის მოსწავლეთა ონლაინ რეჟიმში სწავლის გაგრძელება. ასევე ახლო კონტაქტების დაზუსტება სკოლაში და მათი თვითიზოლაციაში გადაყვანა; ასევე მკაცრი მონიტორინგი სკოლაში მასწავლებლების და მოსწავლეების სიმპტომების გამოვლენაზე“-განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.