ზეთის ფასი 2 ლარით გაძვირდა
საქართველოში ზეთის ფასი 20-30%-ით გაიზარდა.
სოიოს, მზესუმზირისა და პალმის ზეთის ნედლეულის გაძვირებას სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის მოსალოდნელი მოსავლის შემცირება და COVID-19-ის მიერ მიწოდების ჯაჭვში შეტანილი კორექტირებები განაპირობებენ.
“ზეთის ფასი ორიდან სამ ლარამდე გაიზარდა, მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილოა, ამ გაჭირვებაში ესეც ძალიან ცუდად იმოქმედებს ხალხზე” – განუცხადა knews.ge თელავის ერთ ერთი მაღაზიის გამყიდველმა.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე