კორონავირუსის პრევენციისთვის თელავში სოციალური კამპანია ჩატარდა
თელავის ცენტრში კორონავირუსის პრევენციისთვის სოციალური კამპანია ჩატარდა.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროექტის “იყავი აქტიური მოქალაქე და შექმენი უსაფრთხო გარემო COVID-19 პანდემიის დროს” ფარგლებში ტრენინგები გაიარეს. მათ ასევე შეიმუშავეს გეგმა და ჩაატარეს თანამედროვე სოციალური კამპანია, რითაც ადვოკატირება გაუწიეს უსაფრთხოების დაცვის ზომებს COVID-19 პანდემიის დროს.
არასამთავრებო ორგანიზაცია სოციალური ჰაბის მფლობელი თამარ იდაძე განმარტავს, რომ კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიღებული ინფორმაცია თელავის მოსახლეობას გააცნეს და ბრენდირებული პირბადეები უსასყიდლოდ გადასცეს.
პროექტს პოლონური ორგანიზაცია „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ პარტნიორ ორგანიზაცია „სოციალური ჰაბ“-თან ერთად ახორციელებს.
,,ძირითადი არსი ამ კამპანიის არის, რომ მოსახლეობას დავანახოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირბადის ტარება. აუცილებელია გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ქვეყანას”,- განაცხადა თამარ იდაძემ.
პროექტი დაფინანსებულია, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
ავტორ: მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური