ახალი ამბები

კახეთში ქარი და სეტყვაა მოსალოდნელი

დღეს კახეთის ტერიტორიაზე და საქართველოს მთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია აღინიშნოს ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.