თელავი-ყვარლის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა
თელავი- ყვარლის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი, სამარშუტო მიკროავტობუსი, ბორდიურს შეეჯახა და გადავარდა.
ავტომანქანას ყვარელში, რთველში სამუშაოდ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალიდან, დაქირავებული მუშა- ხელი გადაჰყავდა.
რვა დაშავებული მგზავრი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ხოლო ოთხი წლის მცირეწლოვანი, მენჯ- სახსრის მოტეხილობით, თბილისშია გადაყვანილი.
საავადმყოფოს მენეჯერის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, გადაუდებელი ოპერაცია, უკვე ოთხ პაციენტს ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.