ახალი ამბები

ყვარელში კორონავირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა

ყვარელში კორონავირუსი ორ მოქალაქს დაუდასტურდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებული პირები ყვარლიდან არიან.

აღნიშნული პირების ინფიცირების წყარო ყვარელში არსებულ კლასტერს ეკუთვნის.

ადგილზე იმყოფება ეპიდემიოლოგთა ჯგუფი და მიმდინარეობს ინფიცირებული პირების კონტაქტების დადგენა.

ბოლო მონაცემებით, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობამ 54 – ს მიაღწია.