სოფელ მატანთან საკონტროლო პუნქტები უწყვეტ რეჟიმში მუშაობს – ვიდეო
COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ მატანთან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით, საკონტროლო პუნქტები შესაძლოა სხვა ადგილებშიც განთავსდეს.
,,ამ დროისთვის 100–ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა ტესტირება. სოფელ მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი გორში ჩატარებული ასკაციანი ქორწილი გახდა. რაც შეეხება სხვა საკონტროლო პუნქტების მოწყობას, გადაწყვეტილებას დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვების შედეგად მივიღებთ”, – აცხადებს შიოშვილი.
მისივე განცხადებით, ხვალ, სასწავლო პროცესი კახეთის რეგიონის საჯარო სკოლებში ყოველგვარი შეფერხების გარეშე დაიწყება.
ავტორი: თორნიკე ხალხელაური