ახალი ამბები

თელავში დაკარგული ორი არასრულწლოვანი გოგონა იპოვნეს

თელავში, დღეს დილით გაუჩინარებული ორი არასრულწლოვანი გოგონა პოლიციამ იპოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორივე მათგანი თელავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსით მგზავრობდა. უწყების ინფორმაციითვე, არასრულწლოვნები თავს კარგად გრძნობენ.
მომხდარ ფაქტზე გრძელდება გამოძიება.
შეგახსენებთ, თელავში ორ არასრულწლოვან გოგონას დილიდან ეძებდნენ.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, მოზარდები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდნენ, დღეს უფროსების სახლში არყოფნით ისარგებლეს და თელავში წავიდნენ, სადაც ისინი მამის დედას შეხვდნენ.

ნათესავების განცხადებით, ბებიამ ისინი ყვარლის მიკროავტობუსში ჩასვა უკან წასასვლელად, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, გოგონები თელავში დაბრუნდნენ და გაუჩინარდნენ.