თელავში ორ არასრულწლოვან გოგონას ეძებენ
თელავში ორ არასრულწლოვან გოგონას ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მოზარდები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდნენ, დღეს ოჯახის წევრების სახლში არყოფნით ისარგებლეს და თელავში წავიდნენ, სადაც ისინი მამის დედას შეხვდნენ.
ნათესავების განცხადებით, ბებიამ ისინი ყვარლის მიკროავტობუსში ჩასვა უკან წასასვლელად, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, გოგონები თელავში დაბრუნდნენ და ამ დრომდე არ ჩანან.
გოგონების ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბავშვებმა ბებიას უთხრეს, რომ სახლში მათ ტელეფონები ჩამოართვეს და პროტესტის ნიშნად, ისინი თბილისში წასვლას აპირებდნენ.
ახლობკების განმარტებით, გოგონებს ოჯახში პრობლემები არ ჰქონიათ. ამ წუთებში, ოჯახის წევრები გამოკითხვაზე თელავის პოლიციის სამმართველოში იმყოფებიან.