სოფელ კაბალში ურთიერთშელაპარაკების დროს მამაკაცი დაჭრეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მამაკაცი დაჭრეს.
შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დაპირისპირების მონაწილემ თანასოფლელი გულ-მკერდის არეში, ცივი იარაღით დაჭრა.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, მას ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.