სამაგიდო თამაშები თელავში
სამაგიდო თამაშები ათასწლეულებია რაც დაფუძვნდა, ხოლო თელავში კლუბი დაფუძვნდა 10 თვის წინ. მასში უკვე აქტიურად ჩაერთო არა მხოლოდ თელავის, არამედ კახეთის სხვა მუნიციპალიტეტების მოსახლეობაც.
სამაგიდო თამაშების დამფუძნებელი გიორგი ბეჟანიშვილი აცხადებს, რომ ყოველ ღონისძიებას სულ უფრო მეტი ადამიანი ესწრება და იღებს თამაშებში მონაწილეობას.
“ეს არის, სააზროვნო და გასართობი თამაში, მეტი მეგობრის შეძენის შესაძლებლობა. თელავს გამოცოცხლება სჭირდება და ზუსტად ამას ემსახურება ჩვენი სამაგიდო თამაშების სივრცე”,–განუცხადა knews.ge–ს გიორგი ბეჟანიშვილმა.
ავტორები: მარიამ ოქროცვარიძე, ზურა არჩემაშვილი