კახეთში ფუნქციონირების უფლება ორმოცმა სასტუმრომ მოიპოვა – ვიზუალიზაცია
უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით კახეთში მუშაობა ორმოცმა სასტუმრომ განაახლა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის ინფორმაციით, მათ შემოწმების შედეგად მიეცათ მუშაობის განახლების შესაძლებლობა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, თელავში 16, გურჯაანში 5, ყვარელში 6, ახმეტაში 3, საგარეჯოში 1, სიღნაღში 1 და ლაგოდეხში 8 სასტუმრო ამოქმედდა, რომლებმაც პანდემიიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს და შესაბამისი შემოწმებაც გაიარეს.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ასევე სასტუმროების ონლაინ-რუკა შექმნა, რომლებმაც უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით მუშაობა განაახლეს.
დააკლიკეთ მუნიციპალიტეტის აღნიშვნასთან მდებარე პლიუსს და ნახეთ რომელმა სასტუმრომ განაახლა მუშაობა:
კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს ყველა სასტუმრო მარტის შუა რიცხებში დაიკეტა. ეს მოხდა იქამდე, ვიდრე ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის შესახებ გამოაცხადა.
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების გათვალისწინებით მთავრობამ 23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობის გაუქმება გადაწყვიტა. სასტუმროებმა კი 8 ივნისიდან მუშაობის განახლების ნებართვა მიიღეს. ამისათვის მათ ესაჭიროებათ ჯანდაცვის სამინისტროში მისვლა და სპეციალური შემოწმების გავლა.