ახალი ამბები

კახეთში Covid 19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება

კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურად მშვიდია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონში არცერთი Covid 19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება.

,,კახეთში კარანტინის 3 ლოკაციაზე იმყოფება 58 მოქალაქე. თვითიზოლაციაში იმყოფება 5, ხოლო თვითიზოლაციიდან მოიხსნა 4 ადამიანი. ასევე მიმდინარეობს სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება.

გასული კვირის განმავლობაში აღებული და PCR ტესტირებისათვის გაგზავნილი იქნა 1319 ნიმუში. ყველა მათგანის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია.

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ტესტირებულია 16767 ნიმუში, აქედან 5876 მედპერსონალია, 823 შშმ პირი, 67 ტრაილერის მძღოლი, 266 საქალაქო ტრანსპორტის მძღოლი და 2448 შსს-ს თანამშრომელი”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.